კორონავირუსი ავსტრალიის საპენსიო სისტემას დააზარალებს

მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი, ავსტრალიის საპენსიო სისტემა უპრეცედენტო ზარალისთვის ემზადება,- წერს Bloomberg-ი.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგების დროზე ადრე გატანის საშუალება მისცა, მომავალ 2 თვეში სისტემიდან დაახლოებით 31 მლრდ დოლარი გავა. თანხის გატანა 20 აპრილიდან დაიწყება და როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, ქვეყანა მიიღებს სერიოზულ საინვესტიციო დანაკარგს.

ავსტრალიის საპენსიო სისტემის სქემის თანახმად, კომპანიები ფონდში იხდიან დასაქმებულების ხელფასის 9,5% -ს. თანხით სარგებლობა მოქალაქეებს 65 წლის ასაკამდე არ შეუძლიათ. თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი ეკონომისტის მოლოდინს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებლამდე გაიზრდება, ფონდში შენატანების ნაკადი თანდათანობით შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისგან დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად ავსტრალიის ხელისუფლება მომავალი 5 თვის განმავლობაში საპენსიო ფონდიდან 20 000 ავსტრალიურ დოლარს დახარჯავს. ეს კი, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მომავალში სერიოზულად შეამცირებს დანაზოგების მთლიან მოცულობას: დღევანდელი ასაკიდან გამომდინარე, პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს 60-120 ათასით ნაკლები დანაზოგი.

ავსტრალიის ხაზინის შეფასებით, სისტემიდან 1% -ზე ნაკლები, ანუ 27 მილიარდი დოლარი იქნება ამოღებული, მაგრამ ექსპერტები დაახლოებით 40-50 მილიარდ დოლარამდე პროგნოზირებენ.

„ქვეყანა შევა რეცესიაში - 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუსში იქნება“
COVID 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა
საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია - COVID-19-ის გავლენა საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებაზე