17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიიიღო.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, გადაადგილება არ ეკრძალებათ:
- ა) საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
- ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
- გ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
- დ) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
- ე) სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების მიზნით გადაადგილებას;
- ვ) ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას;
- ზ) შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- თ) ფიზიკური პირის გადაადგილებას საჯარო დაწესებულებაში მისვლის მიზნით (გარდა ამავე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ფიზიკური პირისა), რაც დასტურდება საჯარო დაწესებულების მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით/უწყებით;
- ი) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
- კ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
- ლ) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
- მ) მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილებას, ასევე სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- ნ) საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
- ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- პ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
- ჟ) ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
- რ) ევაკუატორით მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
- ს) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
- ტ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის/გაზის/ელექტროენერგიის/ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- უ) საჯარო დაწესებულებების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
- ფ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
ამასთან, ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.