როგორი იქნება COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - PMCG-მ საკუთარ კვლევაში სავარაუდო სცენარები განიხილა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, Covid-19-ის პანდემიის შეკავების ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის მაჩვენებელს (-1.73%) აღემატება.
PMCG-ის ცნობით, IMF 2020 წელს საქართველოში რეალური მშპ-ის 4%-იან შემცირებას ვარაუდობს, რაც რეგიონში ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაღალი წილია ქვეყნის ეკონომიკაში.
"2019 წელს, მხოლოდ ამ ორი სექტორიდან სავალუტო შემოდინებებმა საქართველოს მშპ-ს 28.2%-ს შეადგინა. 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 56.1%-ით შემცირდა, ფულადი გზავნილების რაოდენობა კი 9%-ით, ხოლო მომდევნო თვეებში ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი.
გარდა ამისა, საქართველოს ღია ეკონომიკა მოწყვლადია საგარეო ვაჭრობის შოკების მიმართაც. 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, ხოლო 2020 წლის თებერვალთან შედარებით 5.8%-ით.
დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ასევე მცირდება სამომხმარებლო მოთხოვნა, რისი კიდევ უფრო გაღრმავებაც არის ნავარაუდევი უმუშევრობის მოსალოდნელი ზრდისა და ხელფასებისა და გზავნილების შემცირების შედეგად",- აღნიშულია კვლევაში.
ამავე მონაცემების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის (uncertainty) დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებას, რადგან გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი დინამიკა და მასშტაბი, ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შექმნა, წარმოებისა და მომხმარებლების ქცევის ცვლილება, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
"სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, PMCG-მ შეადგინა საქართველოში მშპ-ს ზრდის სამი სავარაუდო სცენარი ვირუსის შეკავების ღონისძიებების სხვადასხვა ხანგრძლივობისათვის:
სცენარი I: ოპტიმისტური ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 2.5 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივნისის დასაწყისიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან.
სცენარი II: ნაკლებად პესიმისტური ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 4 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივლისის შუარიცხვებიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.
სცენარი III: ძალიან პესიმისტური ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 6 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან. სცენარი ასევე ითვალისწინებს ვირუსის შესაძლო განმეორებით ტალღებს.
განხილული სცენარების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკურ სექტორებზე შესაძლო გავლენების შეფასების შედეგად, შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის ცვლილება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება (-4.3%), რაც აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს (-3.7%). ნაკლებად პესიმისტური სცენარი ეკონომიკას 8%-ით ამცირებს, მეტად პესიმისტური კი 12.9%-ით",- ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ სცენარების მიხედვით, ეკონომიკის ყოველკვირეული დანაკლისი იზრდება შეზღუდვების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. კერძოდ:
"ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა ყოველკვირეულად მშპ-ს ზრდის 0.43%-ს დაკარგავს, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით - 0.47%-ს, ხოლო მეტად პესიმისტურის შემთხვევაში - 0.5%-ს. შესაბამისად, შეზღუდვების გახანგრძლივება, არამარტო ჯამური დანაკარგის, არამედ, ყოველიმომდევნო კვირის დანაკარგის ზრდასაც იწვევს.
განხილული სამი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია, იმ ხუთ-ხუთი სექტორის გამოყოფა, რომელზეც, სხვა სექტორებთან შედარებით, შოკმა უფრო დიდი (უარყოფითი / ნაკლებად უარყოფითი) გავლენა შეიძლება მოახდინოს. ხუთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია:
შემდეგ 5 სექტორზე კი მოსალოდნელი გავლენა უმნიშვნელოდ უარყოფითი ან დადებითია:
ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე უარყოფითი ზემოქმედების გათვალისწინებით, თითქმის გარდაუვალია ამ სექტორებში დასაქმების შემცირებაც. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზით, ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში შემცირდება 6.3%-ით, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით - 9.8%-ით, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარის შემთხვევაში - 14.4%-ით.
უმუშევრობის სავარაუდო საშუალო მაჩვენებელი 2020 წელს კიოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, გაიზრდება 14.1%-მდე, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით - 17.7%-მდე, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარის მიხედვით - 22.7%-მდე.
მოსალოდნელია, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენა შეცვლის დასაქმების სტრუქტურას საქართველოში და მეტად მოწყვლადს გახდის თვითდასაქმებულების ჯგუფს, რომლებიც2019 წლის მონაცემებით სამუშაო ძალის 44%-ს შეადგენენ",- აღნიშნულია კვლევაში.