მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ხელისუფლება ერთის მხრივ დაეხმარება ბიზნესს, რომელმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა და მეორეს მხრივ, დასაქმებულებს, რომლებმა კრიზისი გამო სამსახური დაკარგეს.
გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია თვითდასაქმებულების ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
მათ შორის გეგმაში გაწერილია თუ როგორ შეძლებენ კომპენსაციის მიღებას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული თვითდასაქმებულები.
მათ შორის, არარეგისტრირებულმა პირმა, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს, ელექტრონული პორტალების მეშვეობით (airbnb.com; booking.com და სხვა), კომპენსაციის მისაღებად შესაძლებელია, წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი.