მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გაკონტროლდება და მოქალაქეები ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
ამასთან, კალაძის განცხადებით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში არ იქნება ჩართული კონდიციონერი და აუცილებელი იქნება, რომ ღია იყოს ფანჯრები.