კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დაზარალდა. განსაკუთრებით ეს მცირე და საშუალო ბიზნესზე აისახა, განსაკუთრებით კი მომსახურების სექტორზე - კვება, ტურიზმი და სხვ. ყოველი მეხუთე კომპანია ემზადება სამუშაოს მთლიანად შესაწყვეტად მომდევნო სამ თვეში, - ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) ანგარიშში.
მიმდინარე წლის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკის ზარალმა შესაძლოა, 6-9 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს - ასეთ პროგნოზს აზიის განვითარების ბანკი აკეთებს. ეს კი გლობალური მშპ-ს 6.4-9.7% -ს შეადგენს.
მსოფლიოში სამი უმსხვილესი ეკონომიკის - შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და ჩინეთში წარმოება-მიწოდების ჯაჭვების ჩაშლის გამო, გლობალურმა ეკონომიკამ COVID-19 პანდემიის დროს მინიმუმ 126 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ერთად, ამ სამი ეკონომიკის მსოფლიო იმპორტი 63%-ს და ექსპორტი 64%-ს შეადგენს. ეს ზარალი გავლენას მოახდენს განვითარებად ქვეყნებზე. მაგალითად, აფრიკელი ექსპორტიორები 2,4 მილიარდ დოლარზე მეტით დაზარალდებიან ჩინეთში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ დანაკარგების 70%-ზე მეტი გამოწვეულია ევროკავშირთან მიწოდების ქსელის მოშლით.
ზოგადად, მსოფლიოში ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის 55% -ზე მეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა პანდემიით. მათი ორი მესამედი (67%) ამბობს, რომ კრიზისი დიდ გავლენას ახდენს ბიზნეს ოპერაციებზე. დიდი კომპანიების სეგმენტში კი ყველაზე მეტად დაზარალებულთა წილი 40%-ზე ნაკლებია.