რუსეთმა შესაძლოა, ხე-ტყის ექსპორტი აკრძალოს.
როგორც სხვა პროდუქტების შეთხვევაში, აქაც მიზეზი ადგილობრივი ბაზრის დაცვაა.
რუსული ხე-ტყის წილი კი როგორც მსოფლიო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც საკმაოდ დიდია. მაგალითად, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 571 ტონა ხე-ტყე (დახერხილი ხე-ტყე დაპროფილებული პაგონაჟის სახით) იყიდა, ჯამში 766,3 ათასი დოლარის ღირებულების. აქედან 92,6% ანუ 1 456 ტონა რუსეთში (488,5 ათასი დოლარი).
2021 წელს რუსეთთან ერთად იმპორტირებული ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან:
რაც შეეხება ხე-ტყის დაუმუშავებელ მასალას, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5,588 ტონა დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, ჯამში 986,9 ათასი დოლარის ღირებულების. იმპორტიორი ქვეყანა კი იყო მხოლოდ თურქეთი.
წელს პირველ კვარტალში დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა შემოვიდა 9 ქვეყნიდან, საერთო მოცულობით 1 376 ტონა (402,5ათასი დოლარი). იმპორტიორი ქვეყნების სამეულში კი შედიოდნენ თურქეთი - 647 ტონა (109,2 ათასი დოლარი); რუსეთი - 452 ტონა (149,3 ათასი დოლარი) და ბელარუსი - 86,8 ტონა (16,5 ათასი დოლარი).
რაც შეხება 2020 წელს, საქართველოში იმპორტირებული იქნა 9 704 ტონა დახერხილი ხე-ტყე (დაპროფილებული პაგონაჟის სახით) ჯამში 4,423 მლნ დოლარის ღირებულების. რაოდენობრივად კი ყველაზე დიდი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა, დაახლოებით, 96,5%.
Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ შარშან დახერხილი ხე-ტყე იყიდა:
რაც შეეხება დაუმუშავებელ ხე-ტყის მასალას, შარშან საქართველომ უცხოეთში იყიდა 15 065 ტონა ხე-ტყე, ჯამში 3,091 მლნ დოლარის ღირებულების. იმპორტი კი განხორციელდა მხოლოდ 2 ქვეყნიდან:
ამასთან, საქართველომ შარშან 19,716 ტონა (5,226 მლნ დოლარის ღირებულების) დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა იყიდა, სულ 16 ქვეყანაში. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში - 10 072 ტონა (2,535 მლნ დოლარის), რაც მთლიანი იმპორტის 51%-ია. სამეულში შედიან თურქეთი - 6 146 ტონა (1,040 მლნ დოლარი) და ბელარუსი - 1 889 ტონა (517 ათასი დოლარი).