საქპატენტმა ზვიად ციკოლიას ახალი სუნამოს ბოთლების დიზაინი დააპატენტა

საქპატენტს ზვიად ციკოლიას ახალი ქვევრის ფორმის სუნამო შეემატება.

საქსპატენტმა სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები თავისი სადგამებით, უკვე დაარეგისტრირა.

"საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური,"- ნათქვამია საქსპატენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

tsikolia-1641838088-1641967902.jpg

შეგახსენებთ, რომ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ მომხმარებელს ქვევრის ფორმის სუნამო წარუდგინა, თუმცა ფასი და დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ქრისტინე კაპანაძე