„ძალიან წარმატებული ბიზნესები ორ თვეში კაპიტალის გარეშე დარჩებიან“

„ძალიან წარმატებული ბიზნესები ორ თვეში კაპიტალის გარეშე დარჩებიან“, - ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„რაც შეეხება არსებული შეზღუდვების საკითხს, მე მგონია, რომ ბიზნესებს ხელი ეშლებათ, ხშირ შემთხვევაში შეგნებულად. შედეგად, რეალობას მივიღებთ, რომ ორ თვეში ძალიან წარმატებული ბიზნესები დარჩებიან კაპიტალის გარეშე და მერე ერთადერთი წყარო, თქვენ იცით ეს წყარო სად შეიძლება იყოს, იქნება შეთავაზება და ეს არ იქნება, საბანკო უფასო, უპროცენტო კრედიტი. მგონია, რომ გადამეტებულია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით როცა არცერთი ონლაინ ბიზნესი არ ამოქმედებულა ან შესაძლოა, რამდენიმეს მიეცა ონლაინ საქმიანობის უფლება.

რომელ რეგულაციასა და სიმკაცრეზეა საუბარი, როდესაც კადრები ვნახეთ - 3 მინისტრი, პლიუს მძღოლი, ერთ მანქანაში ჩასხდნენ. ხალხი 3 000 ლარიანი ჯარიმებით აავსეს და რა სტანდარტია ეს. თუ საზოგადოება დაყოფილია კანონმორჩილ და ელიტარულ ჯგუფად, რომელიც კანონებს წერს ამ კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის?! ესე არ გამოვა. მაგალითი მინისტრი და ხელისუფალი უნდა იყოს ყველაფერში,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი
IMF დიდი დეპრესიის მერე ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს  პროგნოზირებს
„ეს არის სამარცხვინო და სასაცილო რიცხვი“ - მამუკა ხაზარაძე უმუშევრობის 150 ლარიან სუბსიდიაზე
„ქვეყანა შევა რეცესიაში - 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუსში იქნება“