Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ერთ დღეში დაახლოებით 6,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა. Forbes- ის თანახმად, მისი ქონება 5%-ით - 138 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ მაკენზი ბეზოსმა კი მსოფლიოში უმდიდრესი ქალების რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მისი ქონება 2 მლრდ დოლარით, 44,8 მლრდ-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი Amazon-ის აქციებზე ფასების ზრდის შედეგად მოხდა.
სამშაბათის ვაჭრობისას აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულებამ 2 283 დოლარი შეადგინა. სპეციალისტები ასეთ დინამიკას კარანტინის პირობებში Amazon-ის მუშაობას უკავშირებენ.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საცალო მაღაზიების დახურვის შედეგად, ონლაინ საცალო ვაჭრობამ საგრძნობლად გაზარდა შეკვეთების მოცულობა. უფრო მეტიც, გაზრდილი ბრუნვის გამო კომპანიამ დამატებით 200 000 თანამშრომელი დაიქირავა და საათობრივი ხელფასი 2 დოლარით გაზარდა.
Amazon-ი მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაა 1,14 ტრილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ადგილს იკავებს 1,32 ტრილიონი დოლარით იკავებს Microsoft-ი.