უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს, 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია.
როგორც „ინტერპრესნუსს“ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან.