უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები დახმარების სახით 150 ლარზე მეტს მიიღებენ - გახარია

„უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები დახმარების სახით 150 ლარზე მეტს მიიღებენ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„150 ლარი რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, ეს არის იმაზე ნაკლები ვიდრე არის ქვეყანაში საარსებო მინიმუმი. მე შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება არ იქნება 150 ლარი და იქნება მეტი,“-განაცხადა გახარიამ. თუმცა, პრემიერს არ დაუკონკრეტებია - რა ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ცნობისთის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება. ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.

თაია არდოტელი
IMF დიდი დეპრესიის მერე ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს  პროგნოზირებს
„ძალიან წარმატებული ბიზნესები ორ თვეში კაპიტალის გარეშე დარჩებიან“
„ეს არის სამარცხვინო და სასაცილო რიცხვი“ - მამუკა ხაზარაძე უმუშევრობის 150 ლარიან სუბსიდიაზე