შვეიცარია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას 27 აპრილიდან დაიწყებს.
სწორედ ამ დღიდან გაიხსნება ქვეყანაში სილამაზის სალონები და ექიმების კაბინეტები. 11 მაისიდან კი, თუ ეპიდემიური სიტუაცია უფრო მეტად გაუმჯობესდება, სწავლა დაიწყება სკოლებში.
უკვე 8 ივნისიდან კი ბარები და რესტორნები სრულად გაიხსნება. ასევე იმ პერიოდიდან დაიწყება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში, გაიხსნება მუზეუმები, ზოოპარკი და ბიბლიოთეკები.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები შვეიცარიაში 28 თებერვალს დაწესდა. დაიხურა ყველა მაღაზია, გარდა სასურსათოსი და აფთიაქების. აკრძალულია ხუთზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება და აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.