ბოლო მონაცემებით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პირთა სიას, რომლებმაც ფონდში მილიონ ლარზე მეტი თანხა გადარიცხეს:
- ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ - 100 მლნ ლარი;
- „მაგთიკომი“ - 3 მლნ ლარი;
- „სილქნეტი“ - 1 მლნ ლარი;
- „კავკასუს ონლაინი“ - 1 მლნ ლარი;
- „არ ემ ჯი“ - 1 მლნ ლარი;
- ირაკლი გილაური - 1 მლნ ლარი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 1 მლნ ლარი;
- სათამაშო ბიზნესის ასოციაცია - 1 მლნ ლარი;
- დავით ხიდაშელი - 1.2 მლნ ლარი;
- შოთა შალელაშვილი- 1 მლნ ლარი.