კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.
კერძოდ, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.
კერძოდ, შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან, ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიულ კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:
- უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;
- უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
- დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;
- მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
- მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
- მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისი სახით შესაძლებელია, ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
- ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
- გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
- გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს სეთავაზება, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
- განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.