ასრულებენ თუ არა კომპანიები Covid19-თან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს, მონიტორინგი მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჯამში, 5 862 კომპანია შემოწმდა, საიდანაც 3 573 ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, იმისთვის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცეს. ხოლო, 2289-ის შემთხვევაში, გაიცა რეკომენდაციები.
„სულ ჯამში 5 862 კომპანია შემოწმდა, აქედან 3 573 რეკომენდაციებს სრულად იცავდა, ხოლო 2 289 ობიექტი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. საუბარია, იმ კომპანიებზე, რომლებიც არ მუშაობდნენ, თუმცა, ჩვენ მივდიოთ, ვამოწმებდით და ვაძლევდით რეკომენდაციებს. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებდით კომპანიის მზაობას. კერძოდ, როდესაც სამუშაო პროცესი აღდგებოდა, რამდენად უსაფრთხოდ შეძლებდა საქმინაობის გაგრძელებას.
რაც შეეხება covid19-ის რეგულაციებთან დაკავშირებით, ყოველდღიურ რეჟიმში, გეგმიურ შემოწმებას, უკვე მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
თქვენ იცით, რომ კომპანიებს უკვე მიეცა ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება. შესაბამისად, ჩვენ უკვე სამუშაო პროცესში ვნახათ, რამდენად იცავენ ამ რეკომენდაციებს. შემოწმება მოხდება სრულიად საქართველოს მასშტაბით.
შრომის ინსპექციასთან ერთად, შემოწმების პროცესში ჩართული იყო შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის ზედამხევდელობის დეპარტამენტი, ასევე, სხვადასხვა უწყებები“,-ამბობს ბექა ფერაძე.