საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცისაცია , ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს საბჭო, ვმოქმედებთ რა ჩვენს გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი ყველა დარგის, ყველა სფეროს, მსხვილი, საშუალო თუ მცირე, როგორც ადგილობრივ წარმოებებს, ასევე იმპორტიორი კომპანიების დიდ უმრავლესობას, ვაცხადებთ:
მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების გასაზღვრა, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონიმიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.
დღეს სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა, ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. შესაბამისად, გრძელვადიანი გეგმიური მოქმედებების გაწერასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღიურ გამოწვევებზე მყისიერი და ხისტი პასუხები. აქ სასიხოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შეუნარჩუნდეს ის აუცილებელი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ არ გამოეთიშნონ ეკონომიკურ პროცესს. ეპიდემიის მასშტაბების შემცირებასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, სრულად აღიდგინონ სტაბილური ფუნქციონირების რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოს ეკონიმიკაც სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მყარ პოზიციებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერ სასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტულ ნაბიჯების ჩამონათვალს. აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალი კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად და ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სუტუაციის მკვეთრად დამძიმება.
ეს რეკომენდაციებია:
ყველა ეს ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს. შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება. ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებს, დაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონიმოკაზე.
მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ასევე, უზრუნველვყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება. გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემების წარმოქმნა ქვეყნის ეკონომიკაში აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით,“- ნათქვამია განცხადებაში.